Wednesday, April 28, 2010

სასწანლო პროექტი



პროექტის სახელი:"დავიცვათ ბუნება!"
პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები მსჯელობენ ბუნების მშვენიერებაზე,ადამიანისათვის მის მნიშვნელობასა და ბუნების დაცვის აუცილებლობაზე.მონაწილეობა ჯგუფურ მუშაობაში,სხვადასხვა ფუნქციის შესრულება.პრაქტიკული საქმიანობისას შემოქმედებითობის, ფანტაზიის გამოვლენა.ნამუშევრების განხილვისას შეფასებისა და თვითშეფასების უნართა გამოვლენა.აკეთებენ პრეზენტაციას სხვადასხვა მხატვრის ტყის სურატებით და წითელ წიგნში შეტანილი გადაშენებული ფრინველებზე და ცხოველებზე.
პროექტის სრული აღწერა:კლასი იყოფა 2 ჯგუფად.ვასმენინებ მუსიკას "ტყე შეუნახე შვილებსა"და თან ვაჩვენებ სლიადშოუს ტყის,გადაშენებული ცდოველების და გადაშენებული ფრინველების სურათებით.
მოსწავლეები გამოთქვამენ მოსაზრებებს,თუ როგორ უნდა მოიქცნენ ადამიანები, რომ არ დააზიანონ,
დაიცვან და გადაარჩინონ ბუნება. გამზადებული მაქვს ფურცლებზე თუ რა უნდა გააკეთოს ჯგუფის თითეულმა წევრმა.თითოეული ჯგუფის წევრი ერთობლივად დაგეგმავენ სამუშაოს,გაინაწილებენ ფუნქციებს(მაგ.ჯგუფის ორი მოსწავლე შეადგენს წესების ნუსხას, დანარჩენი კი დახატავს ან გამოჭრის ხეს, ფოთლებს, ყვავილებს,ფრინველებს და ცხოველებს)ერთობლივად შეადგენენ სასურველ კომტოზიციას.შემდეგ კი თითეულ წესს მათ მიერ გამოჭრილ ფოთოლზე ჩაწერენ და დააწებებენ ხეზე.(მაგ."არ დაანაგვიანოთ ტყე","არ დაკრიფოთ ყვავილები," "არ დახოცოთ ფრინველები და ცხოველები,"" არ დაიშალოთ ფრინველებს ბუდეები" და ა.შ.)შემდეგ ჯგუფიდან ერთი მოსწავლე აკეთებს პრეზენტაციას.
მოსწავლის ასაკი:8-9 წელი.
ვადა: 5 დღე.
აქტივობა:მსჯელობს ბუნების მშვენიერებაზე.ბუნებისი დაცვის აუცილებლობაზე. მონაწილეობს ჯგუფურ მუშაობაში.მონაწილეობს პროექტის მომზადებაში.ამზადებს სლაიდშოუს.
მოსალოდნელი შედეგი: მსჯელობს ბუნების დაცვის აუცილებლობაზე.გამოავლენს შემოქმედებით ფანტაზიას და თვითშეფასების უნარს.
სასარგებლო სხვისთვის: თანატოლები გაიგებენ რატომ უნდა დაიცვან ბუნება და რა სარგებლობა მოაქვს მას ადამიანისთვის.
სამუშაო ენა: ქართული.
საგნობრივი ჯგუფი: ბუნება, ხელოვნება.
პროექტის ფასილიტატორი: ხათუნა გობრონიძე.
ფასილიტატორის ელ. ფოსტა: khatunagobronidze76@gmail.com

Saturday, April 10, 2010

სასწავლო პროექტი




პროექტის სახელი:"ზღაპრების ჯადოსნურ სამყაროში"
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები წაიკითხავენ ზღაპრებს და მოიპოვებენ საჭირო ინფორმაციას. გააკეთებენ პრეზენტაციას.ჯგუფებს შორის შეჯიბრი.
პროექტის სრული აღწერა: კლასი იყოფა ორ ჯგუფად: ლიტერატუტულ და ხალხური ზღაპრები. თითეულ ჯგუფს მიეცემა დავალება მოიძიონ საჭირო ზღაპრების განმარტება,სურათები(ინტერნეტში) და გააკეთონ პრეზენტაცია.ჯგუფის თითოეულმა წევრმა უნდა წარმოადგინოს:
ა)წაკითხული ზღაპრის შინაარსი;
ბ)მოიფიქროს 5 კითხვა (რომ სხვას დაუსვას);
გ)დაასურათოს ილუსტრაციით ზღაპარი;
დ)სარეკლამო ბუკლეტი( რატომ უნდა წაიკითხოს, რითი რის საინტერესო..);
ე)მოსაწვევი ზღაპრის კვირეულზე.
I ჯგუფი - მოიძიებენ განმარტებას ლიტერიტურული ზღაპარის,სურათებს, აკეთებენ პრეზენტაციას და ნამუშევრების გამოფენას.

II ჯგუფი - მოიძიებენ განმარტებას ქართული ხალხური ზღაპრის,სურათებს და აკეთებენ გამოფენას და პრეზენტაციას.
შემდეგ გამზადებულუ მაქვს საკონკურსო მასალა:
ა) კროსვორდი - იმის მიხედვით რაც წაიკითხენ;
ბ)კითხვარები - ვიქტორინა;
გ) ამოიკითხონ ზღაპრის გმირები ასოთა ბადეში;
დ)ფიზლის აწყობა.
მოსწავლის ასაკი:8-9 წელი.
ვადა: 2 კვირა.
აქტივობა: ჯგუფები მოიძიებენ მასალებს ზღაპრებზე, აკეთებენ პრეზენტაციას და გამოფენას.
მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლეები სწავლობს კვლევას, მოძიებული მასალის დახარისხებას,
ჯგუფურ მუშაობას,პრეზენტაციის მომზადებას.
სასარგებლო სხვისთვის:ინფორმაციას რომელსაც მოიპოვებენ საინტერესო იქნება თანატოლებისთვის.
სამუშაო ენა: ქართული.
მონაწილე სხვა სკოლებიდან: არ გვყავს.
საგნობრივი ჯგუფი: ქართული,ხელოვნება.
პროექტის ფასილიტატორი: ხათუნა გობრონიძე