Saturday, April 10, 2010

სასწავლო პროექტი




პროექტის სახელი:"ზღაპრების ჯადოსნურ სამყაროში"
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები წაიკითხავენ ზღაპრებს და მოიპოვებენ საჭირო ინფორმაციას. გააკეთებენ პრეზენტაციას.ჯგუფებს შორის შეჯიბრი.
პროექტის სრული აღწერა: კლასი იყოფა ორ ჯგუფად: ლიტერატუტულ და ხალხური ზღაპრები. თითეულ ჯგუფს მიეცემა დავალება მოიძიონ საჭირო ზღაპრების განმარტება,სურათები(ინტერნეტში) და გააკეთონ პრეზენტაცია.ჯგუფის თითოეულმა წევრმა უნდა წარმოადგინოს:
ა)წაკითხული ზღაპრის შინაარსი;
ბ)მოიფიქროს 5 კითხვა (რომ სხვას დაუსვას);
გ)დაასურათოს ილუსტრაციით ზღაპარი;
დ)სარეკლამო ბუკლეტი( რატომ უნდა წაიკითხოს, რითი რის საინტერესო..);
ე)მოსაწვევი ზღაპრის კვირეულზე.
I ჯგუფი - მოიძიებენ განმარტებას ლიტერიტურული ზღაპარის,სურათებს, აკეთებენ პრეზენტაციას და ნამუშევრების გამოფენას.

II ჯგუფი - მოიძიებენ განმარტებას ქართული ხალხური ზღაპრის,სურათებს და აკეთებენ გამოფენას და პრეზენტაციას.
შემდეგ გამზადებულუ მაქვს საკონკურსო მასალა:
ა) კროსვორდი - იმის მიხედვით რაც წაიკითხენ;
ბ)კითხვარები - ვიქტორინა;
გ) ამოიკითხონ ზღაპრის გმირები ასოთა ბადეში;
დ)ფიზლის აწყობა.
მოსწავლის ასაკი:8-9 წელი.
ვადა: 2 კვირა.
აქტივობა: ჯგუფები მოიძიებენ მასალებს ზღაპრებზე, აკეთებენ პრეზენტაციას და გამოფენას.
მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლეები სწავლობს კვლევას, მოძიებული მასალის დახარისხებას,
ჯგუფურ მუშაობას,პრეზენტაციის მომზადებას.
სასარგებლო სხვისთვის:ინფორმაციას რომელსაც მოიპოვებენ საინტერესო იქნება თანატოლებისთვის.
სამუშაო ენა: ქართული.
მონაწილე სხვა სკოლებიდან: არ გვყავს.
საგნობრივი ჯგუფი: ქართული,ხელოვნება.
პროექტის ფასილიტატორი: ხათუნა გობრონიძე

No comments:

Post a Comment